გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

კიდევ ერთი მსურველი გამოჩნდა | მიქაუტაძის გადაყვანაზე სერია A-ს კლუბი ფიქრობს

„აიაქსის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ახალგაზრდა თავდამსხმელს ამსტერდამულ კლუბში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და არის ალბათობა, რომ იანვარში იჯარის წესით წასვლის უფლება მიიღოს.

ფრანგულ პრესაში მიქაუტაძეს „მეცსა“ და „ლიონს“ უკავშირებდნენ, დღეს კი „ლაციოს“ ვარიანტი გაჟღერდა. რომაული კლუბი გიორგის გადაბირებით ზაფხულშიც იყო დაინტერესებული, მაგრამ „მეცის“ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და „აიაქსმა“ აჯობა.

იტალიური ვებგვერდის, Laziochannel.it-ის ინფორმაციით, „არწივებს“ ზამთარში შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ და მიქაუტაძეს აკვირდებიან. „არის შანსი, „ლაციომ“ მიქაუტაძეს სეზონის გადარჩენისა და სერია A-ში თავის გამოჩენის საშუალება მისცეს", - წერს Laziochannel.it-ი.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „აიაქსში“ არ ათამაშებენ და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია არც ჯონ ვან ‘ტსხიპის დანიშვნამ შეცვალა. „ალმერესთან“ მატჩში მან გიორგი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე