ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, ემანუელე ჯაკერინი
Aa
Aa

„გარსიას გადაწყვეტილება პოკერში All In-ში შესვლას ჰგავდა“ - ჯაკერინი ხვიჩას სკამზე დატოვებაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ Si Gonfia la Rete-ს მიკროფონებთან „ემპოლისთან“ მატჩზე ისაუბრა და რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დატოვების გამო გააკრიტიკა.

რას ამბობს ჯაკერინი:

„ემპოლისთან“ ქაოტური „ნაპოლი“ ვნახე, არც თუ ისე ნათელი და მტკიცე. გუნდისგან ის მუხტი ვერ დავინახე, რითაც გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდოდა. „ნაპოლი“ ამ სეზონში კრეატიული არ არის და დაბნეულები არიან. მწვრთნელის ქმედება, რომელიც კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დატოვებას გულისხმობს, პოკერში ოლ-ინში შესვლას ჰგავს. ის „ნაპოლიში“ ყველაზე კრეატიული და გადამწყვეტი მოთამაშეა, გარსიამ კი თქვა, რომ მეორე ტაიმში უნდოდა მისით თამაშის გამწვავება. კვარაცხელიას მსგავსმა ფეხბურთელმა თავიდანვე უნდა ითამაშოს, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი თამაში შენს მომავალს განსაზღვრავს. მან აშკარად ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. ამ მატჩში მარადონას სტადიონიც გამორთული იყო და თამაშის ყურების დროსაც უცნაური გრძნობა მქონდა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა, რამაც გუნდში რუდი გარსიას ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. როგორც იტალიური მედია წერს, აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, მის შემცვლელად კი ხორვატი სპეციალისტი, იგორ ტუდორი მოჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარჯიშზე ყველა ჩერდება და ტაშს უკრავს“ - ოსიმენმა კვარაზე ისაუბრა
„ვარჯიშზე ყველა ჩერდება და ტაშს უკრავს“ - ოსიმენმა კვარაზე ისაუბრა