იგორ ტუდორი, რუდი გარსია
Aa
Aa

გარსია საფრანგეთში გაფრინდა | ნაპოლის ახალი თავკაცი იგორ ტუდორი იქნება

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ავტორიტეტული იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ „პარტენოპეი“ რუდი გარსიასთან თანამშრომლობას უახლოეს საათებში შეწყვეტს და მას იგორ ტუდორი ჩაანაცვლებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, გარსია სამშობლოში გაფრინდა და მისი გათავისუფლების ოფიციალურად დადასტურება დროის ამბავია. კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ახალ თავკაცს აქტიურად ეძებს და გუშინ, იგორ ტუდორს შეხვდა.

„პარტენოპეის“ პირველ პირს სურს, ტუდორს ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმოს და დადებითი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, მისი გახანგრძლივების უფლება ჰქონდეს. Corriere dello Sport-ის მიხედვით, ხორვატმა სპეციალისტმა ამაზე თანხმობა განაცხადა და ნეაპოლელებთან შეთანხმებას მიაღწია.

ტუდორის შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი მის აგენტს შეხვდა და მხარეებს პოზიტიური განწყობა აქვთ. დღეს, მათი კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული და თუ რაიმე დაბრკოლება არ წარმოიშვა, „ნაპოლის“ ხელმძღვანელები საბოლოო გადაწყვეტილებას საღამოს მიიღებენ, ტუდორი კი პირველ ვარჯიშს ოთხშაბათს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა, რამაც კლუბში გარსიას ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარსიას გუნდის წარსულთან შედარება თავიდანვე არასწორი იყო“ - ლუჩანო სპალეტი
„გარსიას გუნდის წარსულთან შედარება თავიდანვე არასწორი იყო“ - ლუჩანო სპალეტი