დემიენ ლილარდი, იანის ანტეტოკოუნმპო, ბობი პორტისი
Aa
Aa

ლილარდის საშინელი მატჩი | მილუოკიმ იანისის წყალობით მაინც მოიგო

„მილუოკი ბაქსის“ გამთამაშებელი, დემიენ ლილარდი გუნდს 5-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „დეიმ დოლამ“ „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ იასპარეზა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.

ლილარდმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა. დემიენმა აქტივში 12 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. „ბაქსის“ სუპერვარსკვლავმა 17-დან მხოლოდ 3 ბურთი და 9-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 5 დაკარგვაც დაუმატა.

ლილარდის ცუდი თამაში იანის ანტეტოკოუნმპოს ფენომენალურმა გამოსვლამ გადაფარა, რომელმაც 35 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. გადამწყვეტ მომენტში გუნდს სწორედ „გრიკ ფრიკმა“ ულიდერა და „მილუოკის“ 118:109 მოაგებინა. კარგი მატჩი ჰქონდა ბობი პორტისსაც, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან 19 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა.

ცნობისთვის, „მილუოკიმ“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 16 ნოემბერს გამართავს და „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვიგებ, რატომ დატოვა კვარა სკამზე“ - მოჯი რუდი გარსიაზე
„ვერ ვიგებ, რატომ დატოვა კვარა სკამზე“ - მოჯი რუდი გარსიაზე