აურელიო დე ლაურენტისი, იგორ ტუდორი, რუდი გარსია
Aa
Aa

დე ლაურენტისი გარსიას დატოვებას აპირებს? - რა მოხდა ტუდორთან შეხვედრის დროს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას შეცვლის მთავარ კანდიდატად იგორ ტუდორს განიხილავს. გავლენიანმა იტალიურმა სააგენტო, la Gazzetta dello Sport-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ დე ლაურენტისი ხორვატ სპეციალისტს რომში შეხვდა მისი მოთხოვნები მოისმინა.

ამასთან, იგორ ტუროდმა „ნაპოლის“ პრეზიდენტს ფეხბურთის შესახებ საკუთარი ხედვა გაცნო. შეხვედრაზე განხილული იყო ორი მთავარი საკითხი: პირველი - ტუდორის კონტრაქტის ხანგრძლივობა. გავრცელებული ინფორმაციით, დე ლაურენტისი მის დროებით მწვრთნელად დანიშვნას მოიაზრებს, რის მიხედვითაც ტუდორი თავდაპირველად გუნდს მიმდინარე სეზონის შემდეგ უხელმძღვანელებს და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სეზონის დასრულების შემდეგ გაისაუბრებენ. თუმცა, ტუდორის მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდეს. ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გრძელდება და უფრო მეტ დეტალს მოგვიანებით გავიგებთ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს „ნაპოლის“ იდენტობაა, კერძოდ 4-3-3 წყობით თამაში და დე ლაურენტისის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ტუდორმა ამ იდენტობას არ უღალატოს, თუმცა, ხორვატ სპეციალისტს კონკრეტული თამაშიდან გამომდინარე წყობის შეცვლის უფლებაც ექნება.

როგორც იტალიური მედია წერს, ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება და დიდი შანსია, რომ „ნაპოლიმ“ უახლოესი ვარჯიში, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩატარდეს, უკვე იგორ ტუდორის ხელმძღვანელობით გამართოს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე აუთსაიდერ „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა, რამაც კლუბში გარსიას ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარსიას გუნდის წარსულთან შედარება თავიდანვე არასწორი იყო“ - ლუჩანო სპალეტი
„გარსიას გუნდის წარსულთან შედარება თავიდანვე არასწორი იყო“ - ლუჩანო სპალეტი