რუდი გარსია
Aa
Aa

„გარსიას გუნდის წარსულთან შედარება თავიდანვე არასწორი იყო“ - ლუჩანო სპალეტი

„ნაპოლის“ ყოფილმა და ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგი სპეციალისტის მიერ გაწეული სამუშაოსა და გასული სეზონის „ნაპოლის“ შედარება არასწორია.

რა თქვა სპალეტიმ:

„ნაპოლიზე“ სათქმელი არაფერი მაქვს. ახლა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და კლუბებზე საუბარი უსამართლოდ მიმაჩნია. ყოველთვის შეგიძლიათ აწმყოსა და წარსულის ერთმანეთთან შედარება, თუმცა, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები ახლანდელი დროით უნდა შეფასდნენ. უნდა გაანალიზდეს რა გააკეთეს მათ, რომ გუნდი გაუმჯობესებულიყო.

გარსიამ აჩვენა, რომ წესიერი, გაწონასწორებული ადამიანია, მისი გუნდის წარსულთან შედარება კი თავიდანვე არასწორი იყო. წარსული მშვენიერი იყო, ლამაზი ისტორიის ნაწილი, რომელიც ამ გუნდმა გამოიარა. ეს წარმოუდგენელი ემოცია იყო.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისთან“ 0:1 მარცხის შემდეგ, იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მის შემცვლელად კი ხორვატ სპეციალისტს, იგორ ტუდორს მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშში მუხტი შემოიტანა, თუმცა...“ იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
„თამაშში მუხტი შემოიტანა, თუმცა...“ იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე