დორტმუნდი, მილანი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

დორტმუნდთან ვერ ითამაშებს - ლეაუ ტრავმირებულია

„მილანის“ ბანაკიდან არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ვიგებთ, რომ რაფაელ ლეაუ ტრავმირებულია და მინიმუმ 20 დღე მოედანზე ვერ გავა.

პორტუგალიელი შემტევი სტეფანო პიოლიმ „ლეჩესთან“ მატჩის დროს შეცვალა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. რაფაელს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.

აქედან გამომდინარე, ლეაუ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „დორტმუნდის ბორუსიას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. აღნიშნული დაპირისპირება „როსონერისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

გერმანული გუნდი 7 ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე პოზიციას 6 ქულით „პარი სენ ჟერმენი“ იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე „ნიუკასლი“ 4 ქულით მოგვევლინა. მეექვსე ტურში „მილანი“ „ნიუკასლს“ ესტუმრება

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაქტიკურ დავალებებში კარგად ვერ გაერკვა - სანიოლმა სიგუაზე ისაუბრა
ტაქტიკურ დავალებებში კარგად ვერ გაერკვა - სანიოლმა სიგუაზე ისაუბრა