ამ პოზიციაზე საკუთარ თავს საუკეთესოდ ავლენს - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხის'' საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე ისაუბრა. ფრანგის თქმით, ხვიჩა ხშირად ცენტრში იწევს, რაც მას საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ეხმარება, დაცვაში ხშირად ჩამოსვლა არ უწევს, რაც გარემარბად თამაშისას აუცილებელია.
სანიოლი: „უკვე დიდი ხანია ისეთი სისტემით ვთამაშობთ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია უფრო მეტად ცენტრში მოქმედებს. ასეა „ნაპოლიშიც'' ბოლო თვეებში, ბოლო მატჩებში ხშირად ცენრისკენ იწევს.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, 2021 წლის სექტემბერში, როცა კოსოვოსთან დავმარცხდით, ამ მატჩის შემდეგ ხვიჩას ვესაუბრე, ტაქტიკა შევცვალე და მას ცენტრში შესვლა დავავალე. მიუხედავად ამისა, ხვიჩა მაინც ბრწყინვალედ თამაშობს.
მნიშვნელობა არ აქვს, მაღალი დონის ფეხბურთელს ზუსტად სად დააყენებ. მთავარია, მისი ძლიერი მხარეების გამოვლენის საშუალება ჰქონდეს. ნაკრებში ისეთ პოზიციაზე თამაშობს, რომ დაცვაში ხშირად ჩამოსვლა და დიდი ენერგიის დახარჯვა არ უწევს. ხვიჩა ამ პოზიციაზე საკუთარ თავს საუკეთესოდ ავლენს, სადაც ნაკრებში ვათამაშებთ''.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო შოტლანდიას მიიღებს (16 ნოემბერი), დასკვნით ტურში ესპანეთს ესტუმრება (19 ნოემბერი).