ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

„საკმარისია!“ - რა მოხდა ნაპოლისა და ემპოლის მატჩის შესვენებაზე

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „ემპოლის“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ ცუდი თამაში აჩვენა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ გუნდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკუთარი გუნდის თამაშით განრისხებული იყო და შესვენებაზე გასახდელში ჩავიდა. Tuttosport-ის დღევანდელ ნომერში სწორედ გასახდელში განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი.

„გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან, რომელსაც მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გატანილი, 0:0 დასრულებული სამარცხვინო პირველი ტაიმის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტი გასახდელში სწრაფად ჩავიდა. „საკმარისია!“ - განაცხადა განრისხებულმა დე ლაურენტისმა და ამას მოჰყვა ხმამაღალი შეძახილები და ყვირილი, რომელთა მსგავსიც, მისი მხრიდან წინა თვეებში არც ერთხელ ყოფილა“, - წერს იტალიური გაზეთი.

ცნობისთვის, Il Mattino-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისი ახალ თავკაცს ეძებს და ანტონიო კონტეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, მაგრამ მისგან თავაზიანი უარი მიიღო. ამ მომენტისთვის, მისი ნომერ პირველი სამიზნე იგორ ტუდორია და „მარსელის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს წინადადებით მიმართა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დი კანიო: „გამიკვირდა, გარსიამ კვარაცხელია სასტარტოში რომ არ დააყენა“
დი კანიო: „გამიკვირდა, გარსიამ კვარაცხელია სასტარტოში რომ არ დააყენა“