ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო, რუდი გარსია
Aa
Aa

დი კანიო: „გამიკვირდა, გარსიამ კვარაცხელია სასტარტოში რომ არ დააყენა“

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, პაოლო დი კანიო „ნაპოლისა“ და „ემპოლის“ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 0:1 წააგო. დი კანიომ ყურადღება რუდი გარსიას სასტარტო შემადგენლობაზე გაამახვილა და არ დამალა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სკამზე დატოვებამ გააკვირვა.

„რუდი გარსიას არჩევანმა გამაოცა და განსაკუთრებით, ძირითადი შემადგენლობის მიღმა ხვიჩა კვარაცხელიას დატოვებამ გამაკვირვა. როცა მან ახსნა, კვარა სასტარტოში რატომ არ დააყენა, ეტყობოდა, რომ გაღიზიანებული იყო. გარსიას თქმით, მისი მიზანი იყო, შედარებით დასვენებულ ფეხბურთელებს ეთამაშათ, ხვიჩას ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდა და განსხვავება მეორე ტაიმში შეექმნა.

მთავარი მწვრთნელი ასეთ განცხადებებს მაშინ აკეთებს, როცა ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ვერ ვატყობ, რომ მას მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამასთან, ემპოლისთან თამაშის შემდეგ, სანაკრებო პაუზა მოდის და სიფრთხილე ტრავმის მიღების საშიშროების გამო, უკანა პლანზე გადადის, რადგან ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში მაინც სათამაშო აქვთ“.

ცნობისთვის, იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ „ნაპოლის“ რუდი გარსიას გაშვება გადაწყვეტილი აქვს. ფრანგ სპეციალისტს უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ და დიდი ალბათობით, მას იგორ ტუდორი შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა