U21 | ბოლო ვარჯიში თბილისში - საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიაში მიემგზავრება
16 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
სკოპიეში გამგზავრებამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ბოლო ვარჯიში გამართეს. რამაზ სვანაძემ თამაშისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა, სრული შემადგენლობით ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ ქალაქში ივარჯიშებს.
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ, მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარები ოთო მამაგეიშვილმა და საბა მამაცაშვილმა გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის დაპირისპირება 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.