ნაპოლი, ემპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

ნაპოლის მესამე მარცხი - ხვიჩამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა

სერია ა-ს მე-12 ტურში „ნაპოლი’’ შინ, „დიეგო მარადონაზე’’ „ემპოლისთან’’ 0:1 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში რუდი გარსიას გუნდმა იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩიდან 3 დათმო, ბოლო ხუთი შეხვედრიდან 2 წააგო („ფიორენტინასთან’’ და „ემპოლისთან’’).

რუდია გარსიამ კვარაცხელიას შესახებ მატჩის წინ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სათადარიგოთა სკამზე იმიტომ დავტოვე, რომ ამოისუნთქოს. ახალი ძალები გვჭირდება, გოლები უნდა გავიტანოთ. საჯარიმოში მეტი ფეხბურთელია საჭირო და ეს რასპადორი-სიმეონესთან ერთად უფრო მეტადაა შესაძლებელი''.

შესვენებაზე „ნაპოლის’’ გასახდელში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმყოფებოდა.

ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. 89-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, ეს მომენტი უნდა გამოეყენებინა, თუმცა მეკარე ეტრიკ ბერიშამ აუღო. ზოგადად, ბერიშამ ეს მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ხვიჩას გამოუყენებელი მომენტიდან ორ წუთში „ემპოლიმ’’ გამარჯვების გოლი გაიტანა, ვიქტორ კოვალენკოს ზუსტმა დარტყმამ სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები „ემპოლისთან''

„ნაპოლიმ'' 12 ტურში 21 ქულა დააგროვა (6 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი), ამ მომენტში მე-4 ადგილზეა და ლიდერ „ინტერს'' 8 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლური კლუბი შემდეგ მატჩს „ატალანტასთან'' ჩაატარებს (25 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები