გიორგი ჩხაიძე, ქსკ ლანჩხუთი
Aa
Aa

“ეს გამარჯვება ჩემს ლანჩხუთს ეძღვნება“ - ქსკ ლანჩხუთი საქართველოს ჩემპიონია

ქალთა საფეხბურთო ლიგის მორიგ ტურში ქსკ „ლანჩხუთი“ ქსკ „სამეგრელოს“ თბილისში დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, გურული გოგოები საქართველოს ჩემპიონები ისტორიაში მესამედ გახდნენ. სტუმართა მხრიდან გოლები ლელა ჭიჭინაძემ, სოფო ნარსიამ და ეთერ სულაშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ლანჩხუთის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ ჩვენთან ისაუბრა.

ჩხაიძე:

შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული ლიგის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და ჩემპიონის ბედი უკვე გაირკვა. ასევე ცნობილია, თუ ვინ გავარდა ჩემპიონატიდან. მომავალ წელს პირველ ლიგაში „დინამო“ სოხუმი ვეღარ იასპარეზებს.

ასევე გეტყვით, რომ ქალთა ლიგა 2-ში ერთი ტურია დარჩენილი და ჩემპიონობისთვის ქსკ „ელიტა“ და ქსკ „რაჭა“ იბრძვიან. ამ მომენტისთვის, ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო პირველ ადგილს „ელიტა“ იკავებს.

ბოლო ტურში, ხაშურის „ივერიას“ დამარცხების შემთხვევაში, თბილისის „ელიტა“ პირველ ლიგაში „დინამო“ სოხუმის ადგილს დაიკავებს.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სალომე ხუბულური - პირველი ქართველი ქალი მწვრთნელი პრო ლიცენზიით
სალომე ხუბულური - პირველი ქართველი ქალი მწვრთნელი პრო ლიცენზიით