Independent: მან. სიტი უოკერის შემცვლელად რის ჯეიმსს განიხილავს
The Independent-ის ჟურნალისტის, მიგელ დელანის ინფორმაციით, „მან. სიტი’’ 33 წლის კაილ უოკერის შემცვლელად „ჩელსის’’ მარჯვენა მცველს, რის ჯეიმსს განიხილავს.
წყაროს ინფორმაციით, „ქალაქელებს’’ 23 წლის რის ჯეიმსის მიმართ ინტერესი დიდი ხანია აქვთ.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულში გადასვლით რის ჯეიმსს ტიტულების მოგების მეტი პერსპექტივა აქვს.
მიგელ დელანის ინფორმაციით, გასული სატრანსფერო ფანჯრებისას უოკერი ფიქრობდა და მერყეობდა თავის მომავალზე. გასულ ზაფხულში უოკერი მიუნხენის „ბაიერნში'' გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ პეპ გუარდიოლამ არ გაუშვა, მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა გაუმჯობესებული პირობებით.
რის ჯეიმსის „მან. სიტიში’’ გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც მუდმივად პროგრესირებენ. გარდა ამისა, რის ჯეიმსი ტრავმებისკენ მიდრეკილია. ამ სეზონში ტრავმის გამო პრემიერ ლიგის საწყისი 11 ტურიდან მხოლოდ 4 შეხვედრაში ითამაშა.
რის ჯეიმსი „ჩელსისა'' აკადემიის აღზრდილია, 2018 წლიდან პირველი გუნდის წევრია, იჯარით „უიგანში'' უთამაშია (2018-19). რის ჯეიმსის ხელფასი კვირაში 250 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.