ბითაძე კვლავ სასტარტოში იყო - ორლანდომ მილუოკი და იანისი დაამარცხა
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქისა“ „მილუოკი ბაქსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ქართველი ცენტრის გუნდმა 112:97 მოიგო.
გოგამ შეხვედრა ამჯერადაც სასტარტოდან დაიწყო. ქულების მხრივ ნაყოფიერი თამაში არ ჰქონია, თუმცა გუნდს დაცვაში დაეხმარა. 21:07 წუთში 2 ქულა, 9 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 ბლოკი გაიფორმა.
5-ჯერ ბურთი შეტევაში მოხსნა, 4-ჯერ კი დაცვაში. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 ჰქონდა.
რაც შეხება უშუალოდ შეხვედრას, გადამწყვეტი მომენტი მეორე მეოთხედში იყო, როცა „ორლანდომ“ მეტოქეს 36:24 მოუგო, რის შემდეგაც დაწევის საშუალებას არ აძლევდა.
„მილუოკის“ ტრადიციულად იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა, 10 მოხსნა და 7 გადაცემა მიითვალა. ერთ მომენტში კი შესვლისას, როცა ჩატენაზე წავიდა გოგაც „იმსხვერპლა“.
„ორლანდოს“ მხრიდან საუკეთესო პაოლო ბანჩერო იყო, რომელსაც 26 ქულა, 12 მოხსნა და 5 გადაცემა ჰქონდა. ფრანც ვაგნერმა 24 ქულა ჩააგდო, მორის ვაგნერმა კი 19.
9 შეხვედრის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდო“ 5 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 პოზიციაზეა. „მილუოკი“ კი მსგავსი მაჩვენებლით მე-7 ადგილს იკავებს.