ტანვარჯიში
Aa
Aa

ისტორიული მედლები! - ტანვარჯიშის ნაკრების დიდი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ტანვარჯიშის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული მედლები მოიპოვა.

ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მიმდინარე ტურნირზე, ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა ბატუტით ხტომაზე გამოიჩინეს თავი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლეს ფინალში გასვლა.

საბოლოოდ, ქართველი გოგონები ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა. მედალოსნები ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი და თეონა ჯანჯღავა გახდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელები ჩინეთის ნაკრების წევრები გახდნენ, ვერცხლის მედლები კი საფრანგეთმა დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები