რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

18-წლამდე ბორჯღალოსნებმა შვეიცარია 86:10 გაანადგურეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა. ტურნირმა სტარტი დღეიდან, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში აიღო. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 1/4 ფინალში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით, 86:10 გაიმარჯვეს.

ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 33:7 მოიგო, მეორე ნახევარში კი მეტოქეს 53 ქულა აუღეს, საპასუხოდ კი მხოლოდ 3 მიიღეს.

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს 14 ნოემბერს, ნიდერლანდების 18-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც თავისმხრივ დღეს, ბელგიას 34:6 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები