ჩაკვეტაძემ ცვლილებაზე ითამაშა - უოტფორდმა 5:0 მოიგო
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-16 ტურში „უოტფორდმა’’ შინ „როტერჰემი’’ 5:0 გაანადგურა. ამ მატჩის შემდეგ „უოტფორდის'' დაუმარცხებელი სერია 7-მატჩიანია (3 მოგება, 4 ფრე).
„უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში არ გაამწესა, თამაშში 68-ე წუთზე ჩართო, როცა მისი გუნდი 3:0-ს იგებდა.
75-ე წუთზე ჩაკვეტაძეს კონტრშეტევის განვითარების კარგი შანსი ჰქონდა, თანაგუნდელის მისამართით პასს ასრულებდა, თუმცა ჩაუჭრეს. ეს პასი რომ „გასულიყო'', ძალიან სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა.
მე-4 გოლისას შეტევა ქართველმა ფეხბურთელმა დაიწყო, თუმცა ამ გოლზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.
მე-5 გოლისას ჩაკვეტაძე მეტოქის საჯარიმოში თავისუფალ სივრცეში იყო და თანაგუნდელისგან პასს ითხოვდა, თუმცა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და საბოლოო ჯამში მომენტი გოლით დასრულდა.
ჩაკვეტაძის სტატისტიკა ამ მატჩში
ბურთთან შეხება: 17. პასების რაოდენობა: 10 (8 ზუსტი), დრიბლინგის მცდელობა: 3 (სამივე წარმატებული). ორთაბრძოლები მინდორზე: 4 (ყველა მოიგო). თამაშის წესი არ დაურღვევია, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
16 ტურის შემდეგ 24-გუნდიან ჩემპიონატში „უოტფორდი'' 21 ქულით მე-13 ადგილზეა. მე-17 ტურში ლიდერ „ლესტერს'' შეხვდება (25 ნოემბერი).