ზურიკოს მესამე საგოლე პასი - ბორდომ ცუდი სერია დაასრულა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ბორდომ’’ შინ „ანესი’’ 3:1 დაამარცხა. ჟირონდულმა კლუბმა წარუმატებელი, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ამ მომენტში, როცა მე-14 ტურის მატჩების უმრავლესობა ჯერ არ გამართულა, „ბორდო'' 15 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ამ გამარჯვებით გასავარდნი ზონა დატოვა, თუმცა თუ კონკურენტები გაიმარჯვებენ, კვლავ გასავარდნ ზონაში დაქვეითდება.
ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს’’ სასტარტოში ითამაშა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მისი საგოლე პასით ვიპოტნიკმა „ბორდო’’ დააწინაურა - 2:1.
ზურიკო ვიპოტნიკის მისამართით საგოლე პასის შესრულებას მეორე ტაიმშიც ცდილობდა, როცა კვლავ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, თუმცა მცველმა მისი პასი ჩაჭრა.
„ბორდოს'' მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ქართველი შემტევი 62-ე წუთზე შეცვალა.
ზურიკოს სტატისტიკა ამ მატჩში
ბურთთან შეხება: 43. პასების რაოდენობა: 20 (15 ზუსტი). საკვანძო პასი: 1. დრიბლინგის მცდელობა: 2 (ორივე წარუმატებელი). მინდორზე ორთაბრძოლების რაოდენობა: 15 (9 მოიგო). მეორე სართულზე 3 ორთაბრძოლა (ყველა დათმო). თამაშის წესი არ დაურღვევია, მის წინააღმდეგ თამაშის წესი 4-ჯერ დაირღვა.
22 წლის ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.