პაოლო მალდინი
Aa
Aa

ბენზემასთან ალ-იტიჰადში - მალდინი შეთავაზებას განიხილავს

„მილანიდან“ დათხოვნის შემდეგ, პაოლო მალდინი როგორც ჩანს, დიდხანს უსაქმოდ არ გაჩერდება და მალე მუშაობას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

55 წლის ლეგენდარული იტალიელი „ალ-იტიჰადში“ დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მალდინი შეთავაზებას განიხილავს და მალე საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

მალდინი „მილანის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობას 2019 წლის ზაფხულიდან ასრულებდა, მანამდე კი ერთი წელი კლუბის სტრატეგიული განვითარების დირექტორად მუშაობდა. პაოლო „როსონერის“ 2021/22 წლების სეზონში სერია A-ს მოგებაში დაეხმარა.

2023 წლის ივნისში კლუბმა მალდინი დაითხოვა. მიზეზად სატრანსფერო პოლიტიკაში უთანხმოება დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ „ალ იტიჰადის“ ღირსებას ქარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე იცავენ. ერთი კვირის წინ, კლუბმა მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვა. მიზეზი ბენზემასთან უთანხმოება იყო. მან ფრანგს ზარმაცი ფეხბურთელი უწოდა, რომელმაც გუშინ ღამით ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე