პოჩეტინო: სიტის დომინირება - არ ვიცი ეს პრემიერლიგისთვის კარგია, თუ ცუდი
მაურისიო პოჩეტინომ ინგლისში „მანჩესტერ სიტის“ დომინირებაზე ისაუბრა.
არგენტინელი სპეციალისტი ამბობს, რომ არ იცის, ეს პრემიერლიგისთვის კარგია, თუ ცუდი.
„ეს არის რეალობა. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. მათ აჩვენეს, რომ ინგლისურ ფეხბურთში დომინირებენ, რადგან ამას იმსახურებენ. შენ გინდა, რომ ის დაამარცხო, გინდა დაუპირისპირდე, რადგან მაღალ კლასს ავლენენ.
ყველა სხვა გუნდი მათთან კონკურენციას ცდილობს. მაგრამ ისინი ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებენ და წინ არიან. ეს არის ჩვენი მომავლის მიზანი - ვიყოთ წინ და პრემიერ ლიგაში დომინირება შევძლოთ.
ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ჭკვიანები, შევეცადოთ გამოწვევა მივიღოთ და მათი ადგილი დავიკავოთ. მათი ადგილის დასაკავებლად ჩვენ ყველანი ვიბრძვით“,
- განაცხადა „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტი“ 2016/17 წლების სეზონში ჩაიბარა. „ქალაქელებმა“ მას შემდეგ პრემიერლიგაში 7 სეზონი ითამაშეს და ჩემპიონები 5-ჯერ გახდნენ. აქედან ბოლო სამი წელია ტიტულის მოგებას მიჯრით ახერხებენ.