ყველაზე საშიში მებრძოლები UFC-ში | კორმიეს ტოპ 5-ში მერაბი მოხვდა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დანიელ კორმიემ, რომელიც ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, მერაბ დვალიშვილი გამოარჩია. კორმიემ UFC-ის 5 ყველაზე საშიში მებრძოლი დაასახელა და ერთ-ერთი მათგანი „მანქანა“ გახლავთ.
„მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ როცა ჩხუბობ, იცი, რომ შენი კარდიო აუცილებლად აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა საკუთარ თავს ეტყვი: „ამის გაკეთება აღარ მინდა. არ მინდა, მოსაგებად ამდენი ვიშრომო“.
დვალიშვილს პიოტრ იანის წინააღმდეგ თეიქდაუნის 49 მცდელობა ჰქონდა! აბსურდული მაჩვენებელია და ეს მას ძალიან საშიშად აქცევს. მერაბთან ჩხუბი არავის უნდა!“.
გეტყვით იმასაც, რომ დვალიშვილის გარდა, კორმიემ ალექს პერეირა, სერგეი პავლოვიჩი, ირჟი პროხაზკა და ხამზატ ჩიმაევი გამოარჩია. მერაბ დვალიშვილმა კარიერაში 20-დან 16 შეხვედრა მოიგო და დიდი ალბათობით, მომდევნო ბრძოლას ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს.