იან ობლაკის გაყიდვა მოითხოვა | ალემანის გეგმები ატლეტიკოში და მამარდაშვილი
მადრიდის „ატლეტიკოს“ მალე ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. ესპანური პრესის ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ბარსელონას“ ყოფილი სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი „როხიბლანკოში“ დაიწყებს მუშაობას.
AS-ის ინფორმაციით, ალემანის დანიშვნა ოფიციალურად უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს და „როხიბლანკოს“ ქომაგები ამ დღეს მოუთმენლად ელიან. თუმცა, ესპანური გამოცემის, EL Gol Digital-ის მიხედვით, ალემანის პირველმა მოთხოვნამ ყველა გააოცა და მას იან ობლაკის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
ალემანის სურს, სლოვენიელი მეკარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაასხვისოს. ბოლო პერიოდში, ობლაკის სატრანსფერო ღირებულება მკვეთრად შემცირდა და ალემანი თვლის, რომ თუ კლუბმა ზომები არ მიიღო და მისი მსურველი არ იპოვა, იანის გაყიდვით სასურველ მოგებას ვერ ნახავს.
როგორც მოგეხსენებათ, ობლაკის შემცვლელის კანდიდატურად „ატლეტიკო“ რამდენიმე მეკარეს განიხილავს და ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. El Gol Digital-ის ცნობით, „მამარდა“ არის გოლკიპერი, რომელიც მადრიდელებს ყველაზე მეტად მოსწონთ და აპირებენ, „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებები დაიწყონ. „ღამურების“ პრეზიდენტს, პიტერ ლიმს გიორგის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღება სურს.