ლუკა პარკაძე, ადმირა ვაკერი
Aa
Aa

პარკაძე ტრავმირებულია - ადმირას კვლავ ვერ დაეხმარება

საფეხბურთო კლუბ „ადმირას’’ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ქართველი შემტევი ლუკა პარკაძე კვლავ ტრავმირებულა. მას ბარძაყის ტრავმა აწუხებს და ავსტრიის ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრას „ფერსტ ვიენას’’ წინააღმდეგ გამოტოვებს.

18 წლის პარკაძე, რომელიც „ბაიერნის’’ საკუთრებაა, მიმდინარე სეზონში ავსტრიულ „ადმირაშია’’ განათხოვრებული, თუმცა ტრავმის გამო პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, მე-7 ტურში „ფლორიდსდორფთან’’ 68-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. გარდა ამისა, რამდენიმე მატჩი „ადმირას'' სარეზერვო გუნდში ჩაატარა.

დღეს, მე-14 ტურში „ადმირა’’ სტუმრად „ფერსტ ვიენას’’ ესტუმრება. როგორც გითხარით, ლუკა პარკაზე ამ მატჩსაც გამოტოვებს.

ცნობისთვის, პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ბაიერნს“ საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გერმანულმა გრანდმა 18 წლის შემტევი „ადმირაში“ გაანათხოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები