„ჰოლანდს გაუჭირდება“ - კარაგერმა 2024 წლის ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა
ჯეიმი კარაგერმა 2024 წლის ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები დაასახელა.
„ბელინგემი თამაშობს კლუბში, რომელსაც აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შესაძლებლობა. ოქროს ბურთზე ასევე დიდ გავლენას მოახდენს ევრო 2024 და მასზე დაფიქსირებული შედეგები. შანსი ასევე ჰარი კეინსაც ექნება. ნაკრებში ის ჯუდთან ერთად იქნება.
კილიან მბაპეს, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს, ასევე კარგი შანსი აქვს. გარდა ამისა, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შესაძლებლობაც აქვს.
მაგრამ ამ სამზე ბევრად უფრო რთული იქნება ის, რომ ჯილდო ჰოლანდმა მოიგოს, რადგან ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. თუ მანჩესტერ სიტი კიდევ ერთ ტრიპლეტს მოიგებს, ასევე თუ თავად ჩემპიონთა ლიგაზე გამოსარჩევად ითამაშებს, შემდეგ შანსები ექნება.
სხვებს კი ვინც ჩამოვთვალე, მათ ევროპის ჩემპიონატის წყალობით ჯილდოს მოგების კარგი შანსი ექნებათ“.
- განაცხადა „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა CBS Sports-ის ეთერში.