გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, ვალენტინ დრისენი
Aa
Aa

3 მწვრთნელი შეიცვალა და სასტარტოში არცერთი ხედავდა - დრისენი მიქაუტაძეზე

ნიდერლანდური De Telegraaf-ის ჟურნალისტმა ვალენტინ დრისენმა „აიაქსის’’ შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ იმ მონაკვეთს, რომელიც ამსტერდამული კლუბის ქართველ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ეხება.

„ორ თავდამსხმელთან მიმართებით (აკპომი და მიქაუტაძე) ტრიბუნების ენთუზიაზმის გადმოცემა რთულია. მორის სტეინი, ჰედვიგეს მადურო, ჯონ ვან ‘ტსხიპი - 4 თვეში „აიაქსში’’ სამი მწვრთნელი შეიცვალა და მათან არცერთი განიხილავდა სასტარტო 11-ეულის მოთამაშედ.  პირველი მატჩისგან განსხვავებით ამჯერად „ბრაიტონთან’’ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მარცხი თავიდან ვერ ავიცილეთ’’.

ევროპა ლიგის B ჯგუფის მე-4 ტურში „აიაქსი'' შინ „ბრაიტონთან'' 0:2 დამარცხდა. ინგლისსში გამართული შეხვედრა „ბრაიტონმა'' იდენტური ანგარიშით მოიგო.

„ამსტერდამ არენაზე'' გიორგი მიქაუტაძე თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და დევინ რენსხი ჩაანაცვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სახიფათო მომენტი რამდენიმე წამში შექმნა და კარლოს ფორბს კარგი შანსი მისცა, მაგრამ პორტუგალიელმა მიზანს ვერ მიაღწია.

მიქაუტაძეს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არც ამჯერად უთამაშია. აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი, როცა გიორგი კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, მაგრამ თანაგუნდელმა პასი არ მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები