მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცი იანვარში მიქაუტაძის დასაბრუნებლად მზად არის

გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამული კარიერა ცუდად დაიწყო და შესაძლოა იანვარში დასრულდეს კიდეც. ქართველ ფორვარდს „მეცში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

„მეცის“ პრეზიდენტს ბერნარ სერინს დიდი სურვილი აქვს, რომ იანვარში მიქაუტაძე იჯარის წესით დაიბრუნოს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა l’Est Républicain-ი ავრცელებს.

წყარო წერს, რომ კლუბის პრეზიდენტმა მიქაუტაძის დაბრუნების გადაწყვეტილება მალევე მიიღო და საამისოდ მას დიდი ფიქრი არ დასჭირვებია.

„თუ, ამსტერდამელები იანვარში მიქაუტაძის იჯარის წესით გაშვებას დააპირებენ, მან იცის გუნდი, სადაც მას მიესალმებიან. დარწმუნებულები არ ვართ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამის სურვილი გვაქვს“.

- ამბობს ბერნარ სერინი.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ მიქაუტაძე 19 მილიონ ევროდ შეიძინა. გუნდში ქართველი ფორვარდის შესახებ აზრები ორად იყო გაყოფილი. სამწუხაროდ გიორგის სათამაშო დრო უსამართლოდ არ ეძლევა და ნელ-ნელა აშკარად ხდება, რომ იანვარში გუნდს დატოვებს.

რაც შეეხება „მეცს“, გუნდი მიქაუტაძის წასვლის შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა. 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აიღეს და 9 გოლი გაიტანს. გუნდი გასავარდნ ზონაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე