გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

სასტარტოში იყო - ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი ორლანდოში

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 119:120 დამარცხდა.

ბითაძემ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და ჯამში 21:29 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება იყო. გოგამ თამაშიდან სულ 7-ჯერ ესროლა და 5 ზუსტი გამოდგა.

რაც შეეხება შეხვედრას, სამი მეოთხედი თანაბარი ბრძოლა იყო. დასკვნითი 12 წუთი „ატლანტამ“ 27:21 მოიგო, რამაც გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა, თუმცა „ორლანდოს“ ბოლო წამზე ბაზერის ჩაგდება შეეძლო, მაგრამ სროლა არაზუსტი იყო.

„ატლანტას“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი 41 ქულით, 8 გადაცემითა და 5 მოხსნით ტრეი იანგი იყო.

„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს კვლავ შინ, ამჯერად „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს. გუნდს 4 მოგება და 4 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილმა 3 წუთი ითამაშა - სპურსი ზედიზედ მესამედ დამარცხდა
მამუკელაშვილმა 3 წუთი ითამაშა - სპურსი ზედიზედ მესამედ დამარცხდა