„სამწუხაროა ძირითადში რომ არ დაიწყო“ | რას წერენ აიაქსის ქომაგები მიქაუტაძეზე
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ „ბრაიტონს“ დაუპირისპირდა. ამსტერდამულმა კლუბმა „თოლიების“ წინააღმდეგ ამჯერადაც ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და კარლოს ფორბსს კარგი მომენტი შეუქმნა, მაგრამ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა. მიქაუტაძეს საკუთარ პოზიციაზე არც ამჯერად უთამაშია და მატჩის შემდეგ, ნიდერლანდელი ქომაგები მის ასპარეზობას გამოეხმაურნენ.
„შუტალო, მიქაუტაძე და აკპომი ბევრად თავდაჯერებული გამოიყურებიან. ეს აჩვენებს, რომ მორის სტეინმა ამ ბიჭებს სასუნთქი გზები გადაუკეტა“.
„კარგია ვან ‘ტსხიპმა პირობა რომ შეასრულა და შანსი ყველა ფეხბურთელს მისცა. ამ შემთხვევაში, მიქაუტაძეზე მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, აიაქსი საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა და თუ ბევრს ვერაფერს აკეთებ, არ უნდა ითამაშო“.
„მიქაუტაძე თამაშში კარგად ჩაერთო. ბევრი არაფერი გვინახავს, მაგრამ რაც გააკეთა, კარგი იყო“.
„ბოლო 25 წუთში, კარგი იერიშები ვიხილეთ. გთხოვთ, ფორბსს, აკპომსა და მიქაუტაძეს მეტი სათამაშო დრო მისცეთ“.
„დროა, ტეილორს, ბერგვაინსსა და ბერგუისს დასვენების საშუალება მივცეთ. გააეითი, შუტალოთი და მიქაუტაძით სიამოვნება მივიღე“.
„სამწუხაროა, მიქაუტაძე, აკპომი და ფორბსი ძირითადში რომ არ გამოჩნდნენ. ბერგვაინი, ბრობი და ტეილორი არ უნდა თამაშობდნენ“.
ამრიგად, 4 ტურის შემდეგ, „აიაქსს“ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს გამართავენ და სტუმრად „ალმერეს“ დაუპირისპირდებიან.