ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილი ლევერკუზენთან 85-ე წუთზე შევიდა და პენალტი გაუტანეს

ევროპა ლიგის მე-4 ტურში ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 93-ე წუთზე გაშვებული პენალტით 0:1 დამარცხდნენ.

ჩაბი ალონსოს გუნდი მცირე უპირატესობას ფლობდა, მთელი მატჩის განმავლობაში მოსაგებად თამაშობდნენ, თუმცა აზერბაიჯანული კლუბი ბოლომდე იბრძოდა.

85-ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ ლუნევმა ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. თამაშში ლუკა გუგეშაშვილი ჩაერთო, რომელსაც მალე რთული გამოცდის ჩაბარება მოუხდა.

„ლევერკუზენმა“ 93-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც გოლად ბონიფასმა აქცია. გუგეშაშვილმა კუთხის გამოცნობა ვერ შეძლო.

4 ტურის შემდეგ, „ლევერკუზენი“ 12 ქულით უდანაკარგო ლიდერობს. „ყარაბაღი“ კი 6 ქულით მეორეა და მესამეადგილოსან „მიოლდეს“ სამი ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძველი კვარა საოცარი სანახავი იყო, ახლანდელი...“ - რას წერს Gazzetta ხვიჩაზე
„ძველი კვარა საოცარი სანახავი იყო, ახლანდელი...“ - რას წერს Gazzetta ხვიჩაზე