გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

კარგი მომენტი შექმნა | მიქაუტაძემ ბრაიტონთან წაგებულ შეხვედრაში ითამაშა

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ საკუთარ კედლებში „ბრაიტონს“ დაუპირისპირდა. ამსტერდამელებმა „თოლიების“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და 0:2 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-15 წუთზე, სიმონ ადინგრას გადაცემით ანსუ ფატიმ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 53-ე წუთზე, „აიაქსის“ კარი თავად ადინგრამ აიღო და „ბრაიტონს“ კომფორტული უპირატესობა მოუპოვა. 2-ბურთიანი ჰანდიკაპის მიღების შემდეგ, „თოლიები“ მოდუნდნენ და ბრაიან ბრობის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოხვდა.

გიორგი მიქაუტაძე თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და დევინ რენსხი ჩაანაცვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სახიფათო მომენტი რამდენიმე წამში შექმნა და კარლოს ფორბს კარგი შანსი მისცა, მაგრამ პორტუგალიელმა მიზანს ვერ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მოედანზე გასვლის შემდეგ, მიქაუტაძეს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არც ამჯერად უთამაშია.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი, როცა გიორგი კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, მაგრამ თანაგუნდელმა პასი არ მისცა და „ბრაიტონი“ გოლს გადაარჩინა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ, „აიაქსს“ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს გამართავენ და სტუმრად „ალმერეს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელოვნება, მაგია, ელეგანტურობა“ | ზიდანი მესის შეხვდა
„ხელოვნება, მაგია, ელეგანტურობა“ | ზიდანი მესის შეხვდა