დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონემ ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააგრძელა

დიეგო სიმეონემ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მადრიდულმა კლუბმა განაცხადა, რომ ახალი ხელშეკრულება ძალაში 2027 წლის ზაფხულამდე იქნება.

ბოლო სეზონებში იყო მოლოდინი, რომ „როხიბლანკო“ სიმეონეს გაუშვებდა და ახალ მთავარ მწვრთნელს მოძებნიდა, თუმცა ესპანური პრესის ვარაუდები არ გამართლდა.

არგენტინელი სპეციალისტი „ატლეტიკოს“ 2011 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. „ჩოლომ“ გუნდთან ერთად 8 ტიტული მოიგო (ყველაზე მეტი ისტორიაში).

სიმეონემ „ატლეტიკოსთან“ ერთად რეკორდული 642 მატჩი ჩაატარა. მათგან 380 მოიგო.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიმეონეს ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდა. Cadena SER-ის მონაცემებით - 20-30%-ით (12-13 მილიონ ევრომდე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ არის და რა კავშირი აქვს საქართველოსთან რეინჯერსის აკადემიის ახალ ხელმძღვანელს
ვინ არის და რა კავშირი აქვს საქართველოსთან რეინჯერსის აკადემიის ახალ ხელმძღვანელს