ლუის დიასი
Aa
Aa

კარგი ამბავი | ლუის დიასის მამა თავისუფალია

კოლუმბიურ პრესაში „ლივერპულის“ ფეხბურთელისთვის, ლუის დიასისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მისი მამა, რომელიც 12 დღის წინ გაიტაცეს, გათავისუფლებულია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლუის მანუელ დიასი 28 ოქტომბერს, მემარცხენე პარტიზანულმა ჯგუფმა, Ejercito de Liberacion Nacional-მა (ELN) გაიტაცა. მის დაბრუნებაში მონაწილეობა გაეროსა და კათოლიკური ეკლესიის მოხალისეებმა მიიღეს და იგი ქალაქ ვალედუპარში გადაიყვანეს.

საინტერესოა, რომ Ejercito de Liberacion Nacional-ის წარმომადგენლის თქმით, დიასის მამის გატაცება შეცდომა გახლდათ და მან პირობა დადო, რომ ლუის მანუელი მალე გათავისუფლდებოდა. მის გათავისუფლებას გასულ კვირაში ვარაუდობდნენ, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ დღეს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ დიასის მამის გარდა, მისი დედაც გატაცებული იყო, თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მომხდარის გამო, „ლივერპულის“ მატჩი გამოტოვა, „ლუტონთან“ შეხვედრაში გატანილი გოლი კი მას მიუძღვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ეგოისტურად თამაშობს“ - ფედელეს კომენტარი კვარაზე და ნაპოლიზე
„ძალიან ეგოისტურად თამაშობს“ - ფედელეს კომენტარი კვარაზე და ნაპოლიზე