სტივ კლარკი
Aa
Aa

კლარკი: ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსთან მატჩს მნიშვნელობა არ ექნებოდა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა საქართველოსთან და ნორვეგიასთან გასამართ მატჩებზე ისაუბრა.

„ციკლის დასაწყისში არ გვეგონა, რომ ბოლო ორი ტურის მატჩი ჩვენთვის ასეთი მარტივი იქნებოდა. საკმაოდ კარგი გუნდი ვართ, რომელმაც შეძლო და ორი ტურით ადრე ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. გვეგონა, რომ ეს შეხვედრები რთული და გადამწყვეტი იქნებოდა. ახლა კი მათ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვთ.

საქართველოსთან მატჩისთვის მზადებას კვირა საღამოდან დავიწყებთ. თურქეთში მივემგზავრებით, სადაც თბილ ამინდში მოვემზადებით, შემდეგ კი გეზს თბილისისკენ ავიღებთ.

კარგი იქნება, თუ თბილისში მოვიგებთ, შემდეგ კი ნორვეგიასთან შინ შესარჩევს წარმატებით დავასრულებთ.

დიახ, თქვენ გინდათ, რომ შოტლანდიის ნაკრებმა შესარჩევი პირველ ადგილზე დაასრულოს, თუმცა ეს რთული იქნება. ვერ წარმომიდგენია, რომ ესპანეთმა კვიპროსთან და საქართველოსთან ქულები დაკარგოს“.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიაში საქართველოს ნაკრები 0:2 დამარცხდა. თბილისური მატჩი 16 ნოემბერს 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძველი კვარა საოცარი სანახავი იყო, ახლანდელი...“ - რას წერს Gazzetta ხვიჩაზე
„ძველი კვარა საოცარი სანახავი იყო, ახლანდელი...“ - რას წერს Gazzetta ხვიჩაზე