ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძველი კვარა საოცარი სანახავი იყო, ახლანდელი...“ - რას წერს Gazzetta ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა. გერმანულ კლუბს ზედიზედ 12 წაგება ჰქონდა და კატასტროფული სერია „პარტენოპეისთან“ აღებული ქულით შეწყვიტა - 1:1.

რუდი გარსიას გუნდის წარუმატებლობას იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. La Gazzetta dello Sport-მა თავის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ასპარეზობაზე დაწერა და ყურადღება „კვარაზე“ გაამახვილა.

„ქართველმა ფეხბურთელმა შოკში ჩაგვაგდო და საკუთარ თამაშში სიამაყე ჩადო. ჰქონდა დრიბლინგები, რომლებითაც უნიონ ბერლინის რამდენიმე ფეხბურთელი გათიშა, მაგრამ ან ბოლო დაბრკოლების გადალახვას ვერ ახერხებდა ან ეგოისტობის გამო, პასის გაკეთების ნაცვლად, მეტოქის კარისკენ ურტყამდა.

ძველი კვარა მინდორზე დასრიალებდა და ეს ლამაზი სანახავი იყო. ახლანდელი კვარა კბილებს აკრაჭუნებს და ქშინავს. კვარაცხელიამ უნიონ ბერლინის ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ აჯობა, მაგრამ ამჯერად, გერმანელებმა გადატრიალება მოახდინეს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ „რეალს“ 5 ქულით ჩამორჩება და ლიგაზე მომდევნო მატჩი სწორედ „სამეფო კლუბთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის