გოტინგემის მწვრთნელი: “ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში ჩვენთვისაც სასიამოვნოა
ფიბა-ს ევრო თასის მორიგ ტურში თსუ-მ „გოტინგენს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 85:86 დამარცხდა. ქართულ კლუბს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. სტუმრებმა მატჩის მოგება ბოლო წამებზე მოახერხეს.
თამაშს დასრულების შემდეგ, „გოტინგენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფუკარტმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ფუკარტმა?
„ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ჯგუფიდან გასვლამდე ცოტა გვიკლია. საინტერესო მატჩი იყო, რომელსაც დამატებითი ხიბლი თსუ-ს გულშემატკივრობამ შესძინა. ასეთი ქომაგების წინაშე თამაში სტუმარი გუნდისთვისაც სასიამოვნოა“.
ცნობისთვის, ქართული გუნდის მხრიდან ყველაზე აქტიური რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც არასრულ 35 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, თსუ-ს 1 მოგება და 3 მარცხი აქვს. ამ მომენტისთვის, ქართული კლუბი სატურნირო ცხრილში 4 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს თსუ 11 ნოემბერს, სტუმრად „კერავნოსის“ წინააღმდეგ გამართავს.
წყარო - 1TV SPORT