ოჯახური ძალადობა - რაშფორდის ძმა დააკავეს
ცნობილი გახდა, რომ მარკუს რაშფორდის ძმა და ამავდროულად აგენტი დეინ რაშფორდი ფლორიდაში დააკავეს. მას ბრალად ოჯახური ძალადობა ედებოდა.
Telegraph Sport-ის ცნობით, დეინი მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ(1500 დოლარი) გაათავისუფლეს.
31 წლის დეინ რაშფორდი DN May Sports Management-ში მუშაობს და ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ საკუთარ გუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის ძმა ჰყავთ.
ამ მომენტისთვის, დეინს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ოჯახთან მიახლოება ეკრძალება. წყაროს ცნობით, ის დანაშაულს არ აღიარებს და შემდეგი სხდომა 27 ნოემბერს არის ჩანიშნული.
დეიზი ვეგა-მენდესმა, რომელიც პროკურორის თანაშემწეა, Telegraph-ს განუცხადა, რომ საქმე ჯერ კიდევ აქტიურია და ბრიტანეთის საელჩო მსხვერპლთან გასაუბრების საშუალებას ჯერ არ იძლევა.