იტალიური მედია: ოსიმენი ატალანტასთან განაცხადში იქნება
როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენს ტრავმა აქვს და გუნდს დღემდე ვერ ეხმარება. იტალიური მედია ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ ვიქტორი ნეაპოლში ნიგერიიდან გუშინ დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. წყაროს ცნობით, ოსიმენი ვარჯიშს განაახლებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ, განაცხადშიც მოხვდება.
გუნდში ვარაუდობენ, რომ „ატალანტასთან“ მატჩში ნიგერიელი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იჯდება და საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორმა ბარძაყის კუნთი ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიზიანა. რაც შეეხება „ნაპოლის“, მის გარეშე გუნდს საკმაოდ უჭირს.
„პარტენოპეი“ სერია ა-ში 21 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება. „ატალანტასთან“ მატჩი 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.