“თავიდან სეზონის საუკეთესო წუთები გვქონდა“ - ტენ ჰაგი კოპენჰაგენთან მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ. თამაში ბრწყინვალედ დავიწყეთ. ვფიქრობ, სეზონის საუკეთესო წუთები გვქონდა. ვიგებდით, მაგრამ წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა. ვერ ვიტყოდი, რომ შეცდომები არ დავუშვით, თუმცა ბევრი დადებითი მხარეც გვქონდა. 10 ფეხბურთელით თამაშს ჩვენ ვკარნახობდით.
მსაჯის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ. სხვანაირად მოქმედება შეეძლო. ამ ყველაფერს ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხშირად ხდება, როცა მსაჯები მკაცრ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ ასეთმა გადაწყვეტილებამ მატჩის ბედი არ უნდა შეცვალოს. ისეთი ორი გოლი გავუშვით, რომლებიც არ უნდა ჩათვლილიყო.
ოთხ თამაშში ოთხი პენალტი დანიშნეს ჩვენს კარში და აქედან, როგორც მინიმუმ 2 ძალიან საეჭვოა. რა უნდა ქნა ასეთ დროს? შემადგენლობა საკმაოდ სოლიდური გვყავს. მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამას ემატება ტრავმებიც და შედეგი სახეზეა.”
ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, მანჩესტერულ კლუბს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „წითელი ეშმაკები“ „გალათასარაის“ ესტუმრებიან, ხოლო ბოლო ტურში მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებენ.