ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

მკაცრი საუბარი შედგა - დე ლაურენტისი გარსიათი ისევ უკმაყოფილოა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ „უნიონ“ ბერლინს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას მუშაობით კვლავ უკმაყოფილოა. CalcioNapoli-ს ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მხოლოდ პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი დარჩნენ.

წყაროს ცნობით, ისინი აურელიოს კაბინეტში შევიდნენ და დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხი და შედეგები იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „პარტენოპეიმ“ საკუთარ კედლებში 7 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

ასევე გეტყვით, რომ „უნიონ ბერლინს“ აგვისტოს შემდეგ ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 12 წაგება ჰქონდა და „ნაპოლისთან“ პირველი ქულა მოიპოვა.

ხვიჩას ყველა მომენტი „უნიონ ბერლინთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსია: მეორე უნდა გაგვეტანა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ
რუდი გარსია: მეორე უნდა გაგვეტანა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ