რუდი გარსია: მეორე უნდა გაგვეტანა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ
რუდი გარსიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩის (1:1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და გუნდის მიერ გამოუყენებელი მომენტები გამოყო.
„გუნდს მხოლოდ ერთ რამეში შემიძლია ვუსაყვედურო და ეს კონტრშეტევაზე გაშვებული გოლია. ბევრი მომენტი შევქმენით და მეორე გოლის გატანა გვმართებდა, რომ მატჩი მოგვეგო.
დღეს მხოლოდ ერთი მომენტი იყო, როცა უკეთეს პოზიციაზე მყოფი მოთამაშე გვყავდა და გუნდელმა დარტყმა გადაწყვიტა. ვიცით, რომ უნიონი მებრძოლი გუნდია და არასდროს ნებდება. მეორე ბურთის გატანა გვმართებდა. შეხვედრა უნდა მოგვეგო.
პრობლემა საშინაო მატჩებში? იმედი მაქვს, ეს დამთხვევაა. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიგოთ. ამის საშუალება კვირას ემპოლისთან გვექნება. არცერთი მატჩი არ არის მარტივი მოსაგები. ჩვენ ჩემპიონატში მოგებათა სერია უნდა გავაგრძელოთ.
ოსიმენი? კვირას ის არ იქნება, თუმცა მუშაობს, რომ ატალანტასთან მატჩისთვის დაბრუნდეს.
დღეს ბოლო პასსა და დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები გვქონდა. გუნდს ვერაფერს ვუსაყვედურებ. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“.
„ნაპოლი“ 4 ტურის შემდეგ, 7 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ჯგუფიდან გასვლის პრობლემა უდიდესი ალბათობით არ შეექმნებათ.
კვარას ყველა მომენტი VS უნიონ ბერლინი