ნაპოლი, უნიონ ბერლინი, ურს ფიშერი
Aa
Aa

“გონებრივად ჩვენი თავი განვბლოკეთ“ - ფიშერი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა კომენტარი გააკეთა.

ფიშერი:

„რა შემიძლია ვთქვა? საბოლოოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ და ქულა ავიღეთ. კმაყოფილი ვარ. შეიძლება გაგვიმართლა, მაგრამ გუნდმა მოედანზე ქულის ასაღებად ყველაფერი გააკეთა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ დამსახურებული შედეგი მივიღეთ.

ბოლო წუთებში „ნაპოლი“ უკეთესი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში კიდევ შეგვეძლო მეორე გოლის გატანა. მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ და ვფიქრობ, შესაძლოა და ეს 1 ქულა გამოგვადგეს. ატმოსფერო 12 წაგების შემდეგ? სასიამოვნო არ იყო, მაგრამ საჭირო იყო სიგნალის გაშვება და პოზიტივის მიღება.

მნიშვნელოვანია ჯგუფის სატურნირო ცხრილში გადაადგილება. არ ვიცი ეს ქულა რამდენად გამოგვადგება ბუნდესლიგაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ გონებრივად ჩვენი თავი განვბლოკეთ.“

შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინს“ ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა წაგებული და აგვისტოს შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად პირველი ქულა მოიპოვა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრება, ხოლო გერმანული გუნდი ბრაგას ასევე სტუმრად დაუპირისპირდება.

ხვიჩას ყველა მომენტი „უნიონთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი ტრავმირებულია, მაგრამ შტურს ბერგამოში მაინც მიჰყვება
კიტეიშვილი ტრავმირებულია, მაგრამ შტურს ბერგამოში მაინც მიჰყვება