ერთ-ერთი საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო კვარამ უნიონთან მატჩში
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „უნიონ ბერლინს“ ვერ აჯობა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და აქტიური მატჩი ჰქონდა, გატანაც შეეძლო, თუმცა რამდენიმე მომენტში ცივსისხლიანობა და სიზუსტე დააკლდა.
Sofascore-ის მონაცემებით, კვარამ „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 7.9 მიიღო. მასზე მეტი მხოლოდ რაჰმანის (8.0) ჰქონდა. ასევე „უნიონის“ მხრიდან გოლის ავტორ ფოფანას (8.0).
Whoscored-მა კი ხვიჩას ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი 7.52 დაუწერა.
აქვე გეტყვით, რომ თუ „რეალმა“ შინ „ბრაგას“ მოუგო, პლეი-ოფში გამსვლელი დუეტის ვინაობა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იქნება. „ნაპოლის“ 7 ქულა აქვს, პორტუგალიელებს 3 დარჩებათ, „უნიონს“ კი 1 აქვს.
კვარას ყველა მომენტი VS უნიონ ბერლინი