მანჩესტერ იუნაიტედი, ანტონი, დიმიტარ ბერბატოვი
Aa
Aa

“სისულელეების კეთებას მოეშვი“ - ბერბატოვმა ანტონის მიმართა

მიმდინარე სეზონში, ანტონის „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ნული გოლი და საგოლე პასი აქვს. მეტწილად ეს მისმა პირადმა ცხოვრებამ გამოიწვია. მეტიც, გარკვეული პერიოდი, ბრაზილიელი შემტევი გუნდიდან იყო მოკვეთილი.

ანტონის ამ მდგომარეობაზე, „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა ისაუბრა.

რა თქვა ბერბატოვმა?

„ვფიქრობ, ახლა ანტონის კარგი პერიოდი არ აქვს. ჩემი აზრით, ის სიტუაციას გაცილებით მარტივად უნდა მიუდგეს და არაფერი გაართულოს. როდესაც იწყებ ფიქრობს, რომ რონალდინიო ან ზიდანი ხარ და თამაში ასე გიჭირს, ყველაფერი გაცილებით უფრო რთული ხდება.

ნუ ცდილობ სისულელეების გაკეთებას და არაფრისმომცემი ცრუ მოძრაობების დემონსტრირებას. ეს ყველაფერი გუნდს არ ადგება. შენ ძალიან სწრაფი ხარ და ეს გამოიყენე. დაეხმარე დაცვას. აი ეს იქნება მარტივი და მოწესრიგებული თამაში. კონცენტრაცია არასდროს დაკარგო. ეს არც ისე რთულია.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ბრაზილიელ ფეხბურთელს ყოფილმა პარტნიორმა გოგონამ უჩივლა. 33 წლის ინგრიდ ლანამ განაცხადა, რომ 2022 წელს ანტონი მას თავს დაესხა და სექსუალურად ავიწროებდა.

ამ მომენტისთვის, გამოძიება მიმდინარეობს. თავად ფეხბურთელი დანაშაულს უარყოფს, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებიდან მაინც მოკვეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძის კარგი მოქმედება და გოლის აღნიშვნა ადამიანი ობობას სტილში
ლობჟანიძის კარგი მოქმედება და გოლის აღნიშვნა ადამიანი ობობას სტილში