ილია თოფურია, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„სრულყოფილი მებრძოლია“ | ტომ ასპინალმა ილია თოფურია შეაქო

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მე-4 ნომერმა, ტომ ასპინალმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. 30 წლის ინგლისელმა „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ ილია სრულყოფილი მებრძოლია.

„რა რჩევას მივცემდი თოფურიას? ილიას ჩემი რჩევა ნამდვილად არ სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რაც მისი ჩხუბებისას ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ თოფურია ძალიან კარგი, სრულყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული მებრძოლია. ვეტყოდი, რომ გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს, რადგან ეს მისთვის ძალიან კარგად მუშაობს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი მომდევნო ჩხუბს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავს და თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. „ელ მატადორის“ ინფორმაციით, ბრძოლა აშშ-ში, კერძოდ ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ასპინალს რაც შეეხება, მის მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 12 ნოემბერს ვიხილავთ. ინგლისელი სერგეი პავლოვიჩს შეხვდება და მათი ჩხუბი UFC-ის მომდევნო ღონისძიების თანა-მთავარი მოვლენაა. როგორც მოგეხსენებათ, მთავარი მოვლენა ალექს პერეირასა და ირჟი პროხაზკას ჩხუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არეულობა ნეაპოლის ქუჩებში - გერმანელი ფანები პოლიციას დაუპირისპირდნენ
არეულობა ნეაპოლის ქუჩებში - გერმანელი ფანები პოლიციას დაუპირისპირდნენ