ვირტუსის მწვრთნელი შენგელიაზე: „ვგრძნობთ, რომ აქ თამაში უყვარს“
„ვირტუს ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკი ევროლიგაზე მადრიდის „რეალთან“ თამაშამდე 1 დღით ადრე la Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბოლონიურ კლუბში დანიშვნის შემდეგ განვლილ პერიოდს აჯამებს და საქართველოს ნაკრების კაპიტანზე, თორნიკე შენგელიაზეც საუბრობს.
რას ამბობს ბანკი:
კარგი სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ სექტემბერი და ოქტომბერი ყოველთვის არ იქნება. სეზონი გრძელი და დამღლელია. დამარცხებები კიდევ იქნება, ამიტომ არაფერს განვსჯი, რადგან ბალანსი დაირღვევა და არათანმიმდევრული ვიქნები.
სკარიოლოსთან შედარებით, გუნდში პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხი შეიცვალა. ბელინელი, ჰეკეტი, დანსტონი და თოკო ლიდერები არიან თავისი გამოცდილებითა და ნიჭით. სკარიოლოსა და კლუბის მიერ დანერგილი გეგმა ითვალისწინებდა განსხვავებულ სტილს. შესაძლოა, დაცვაში საიმედო იყო, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივად თამაშობდა.
რაც შეეხება შენგელიას, მას მძიმე ზაფხული ჰქონდა, რადგან კლუბები მას აქტიურად აკვირდებოდნენ. იმ ენერგიით, რომელიც იგი შესანიშნავი მსოფლიო თასიდან დაბრუნდა, არ განელებულა და ახლაც მსგავსი შემართებით თამაშობს. „ვირტუსმა“ მასში დიდი ინვესტიცია ჩადო, მან კი იგივე ბოლონიაში დარჩენით გააკეთა. იგრძნობა, რომ მას აქ თამაში უყვარს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ევროლიგამ ოქტომბრის თვის MVP-დ დაასახელა, რაც ბუნებრივია როგორც ქართული კალათბურთის, ისე „ვირტუს ბოლონიას“ ისტორიაში უდიდესი წარმატებაა. ევროლიგაზე ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, სტუმრად მადრიდის „რეალთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.