არეულობა ნეაპოლის ქუჩებში - გერმანელი ფანები პოლიციას დაუპირისპირდნენ
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, „ნაპოლი“ დიეგო მარადონას სტადიონზე „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლებს.
შეხვედრის წინა დღეს, ნეაპოლის ქუჩებში არეულობა იყო, ამის მიზეზი კი გერმანელი ფანების ქცევა გახდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ნეაპოლში 3 ათასამდე გერმანელი გულშემატკივარი ჩავიდა და გუშინ, ქალაქის სხვადასხვა წერტილში მსვლელობა მოაწყო.
Al Dipartimento di Biologia della Federico II di Napoli è stata realizzata una ripresa unica nel suo genere: sono riusciti a catturare per la prima volta in un video ad alta risoluzione migliaia di spermatozoi in movimento verso l'utero (ma non sarà quella la vera destinazione) pic.twitter.com/PT4z9p00LT
— Ciccio Ceras (@CiccioCeras) November 8, 2023
ქომაგები პოლიციის თანხლებით მოძრაობდნენ და ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას, კერძოდ კი „პიაცა დანტესთან“ პოლიციას დაუპირისპირდნენ. იტალიური მედიის შეფასებით, შეტაკება პარტიზანული ომის სცენარს ჰგავდა, რადგან გერმანელი ფანები სხვადასხვა წერტილებიდან მოულოდნელად ესხმოდნენ თავს პოლიციის წარმომადგენლებს.
დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ათობით გერმანიის მოქალაქე დააკავეს. საგულისხმოა, რომ გვიან ღამით ე.წ. ქალაქის დასაცავად ნეაპოლის ქუჩებში „ნაპოლის“ ულტრასებიც გამოვიდნენ, თუმცა, გერმანელ გულშემატკივრებთან მათი დაპირისპირება არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინის“ მატჩი დღეს, საქართველოს დროით 21:45 საათზე გაიმართება.