რეინჯერსი
Aa
Aa

ვინ არის და რა კავშირი აქვს საქართველოსთან რეინჯერსის აკადემიის ახალ ხელმძღვანელს

2024 წლის 1 იანვრიდან, გლაზგოს რეინჯერსის აკადემიის მთავარ ხელმძღვანელად 32 წლის ზურაბ ამირიანი იმუშავებს.

ზურაბი საქართველოში დაიბადა, თუმცა 2 წლის ასაკში, მისმა მშობლებმა ბელგიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან სწორედ იმ დროს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირი დაიშალა და სამოქალაქო ომი დაიწყო. ბელგიაში ცხოვრების მიუხედავად, ზურაბი საქართველოს ყოველ ზაფხულს სტუმრობს და ქართულადაც საუბრობს. ამიტომ, როდესაც მას დავუკავშირდი, ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი სწორედ ქართულად წარიმართა.

გთავაზობთ CrystalSport-ის პირველ, ექსკლუზიურ კომენტარს:

- პირველ რიგში,  კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლას გილოცავთ. თქვენზე მოგვიყევით, როგორ მოხვედით აქამდე?

,,მშობლებთან ერთად, ბელგიაში 2 წლის ასაკში გადავედი, როცა თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. თავიდან, მეც ფეხბურთელი ვიყავი და 18 წლამდე ბელგიის უმაღლესი ლიგის ლუვენში ვთამაშობდი. 19 წლის ასაკიდან უკვე მწვრთნელობა ვცადე. ამავე გუნდში განვვითარდი და 9-დან 23-წლამდე, ყველა ასაკობრივ კატეგორიასთან ვმუშაობდი. ბოლოს, მთავარი გუნდის მწვრთნელის ასისტენტიც ვიყავი. როგორც ტალანტების განვითარების ექსპერტი, ასევე ვმუშაობდი კომპანიაში სახელწოდებით - ,,Double Pass", რომელიც ასე ვთქვათ, საფეხბურთო კლუბებისა და საფეხბურთო ფედერაციების მრჩეველია. ამ პერიოდში თეორიის მოედანზე თარგმნა და ახსნა მიწევდა. 11-წლიანი გამოცდილების შემდეგ, გლაზგოს რეინჯერსი ჩემი პროფილით დაინტერესდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და პროცესის შემდეგ, რეინჯერსის აკადემიის მთავარ ხელმძღვანელად დავინიშნე".

 - საინტერესოა, რამდენად მოახერხეთ საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება?

,,საქართველოსთან ჩემი კავშირი სტაბილური და ძლიერია, რადგან ამ ქვეყანაში ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ყოველ წელს, ზაფხულში, მათთან ჩამოვდივარ და  ჩემთვის უცნობი ადგილების მონახულებით ვტკბები".

- რას ფიქრობთ ჩვენი ქვეყნის ახალ თაობაზე? მაგალითად: კვარაცხელიაზე, მამარდაშვილსა და ჩაკვეტაძეზე...

,,ვფიქრობ, ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან და ახალგაზრდა თაობებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. განსაკუთრებით,  შთაგონების კუთხით, რომ: თუ დაუზარელი იქნები და იმუშავებ, საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს აუცილებლად მიაღწევ".

 

ახალი ხელმძღვანელი რეინჯერსის აკადემიას ინოვაციებსა და ენერგიას შემატებს. მისი გამოცდილება ჩვენი აკადემიის ნიჭიერ ფეხბურთელებს პოტენციალის გამოვლენასა და მაქსიმალიზაციაში დაეხმარება.

მოულოდნელად ველით ზურაბთან შეხვედრას", - აღნიშნა აკადემიის დირექტორმა, ზებ იაკობსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები