საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

ლობჟანიძის კარგი მოქმედება და გოლის აღნიშვნა ადამიანი ობობას სტილში

ამერიკაში, MLS-ის პლეი ოფის სერიების მეორე შეხვედრები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, საბა ლოჟანიძის „ატლანტა იუნაიტედიც“ იღებს.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე „კოლამბუს ქრიუს“ შეხვდა და სანახაობრივ შეხვედრაში 4:2 გაიმარჯვა, რითაც 1/8 ფინალური სერიაში ანგარიში გაათანაბა.

საბა ლობჟანიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 27 წლის შემტევმა „ატლანტას“ მეორე გოლის ეპიზოდში შეძლო თავის გამოჩენა, როდესაც საჯარიმოში რამდენიმე კარგი მოძრაობის შემდეგ, ბურთი გიაკუმაკისს გადააწოდა და რომელმაც სილვას გაატანინა, ამ უკანასკნელმა კი გოლი ადამიანი ობობას ნიღბით აღნიშნა. შედეგად, ანგარიში 2:1 გახდა და „ატლანტა იუნაიტედი“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. MLS-ის წესების მიხედვით, სილვას გოლში საგოლე გადაცემა საბა ლობჟანიძესაც ჩაეწერა, რადგან გიაკუმაკისმა გოლის ავტორს საგოლე პასი სწორედ ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით გაუკეთა.

ატლანტასა და კოლამბუსის 1/8 ფინალური ეტაპის მესამე საპლეიოფო მატჩი 13 ნოემბერს, კოლამბუსში გაიმართება და 1/4 ფინალური ეტაპის საგზურიც მფლობელიც სწორედ ამ შეხვედრაში გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: “საქართველოში პოპულარული არ ვარ, აქ ყველას ხვიჩა უყვარს“
ქოჩორაშვილი: “საქართველოში პოპულარული არ ვარ, აქ ყველას ხვიჩა უყვარს“