ბარსელონა, დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„ძალიან გახარებული ვარ“ - გოჩოლეიშვილის კომენტარი ბარსასთან ასისტზე

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, ქართველების „შახტარი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

„ბლაუგრანას“ კარში ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე დანილო სიკანმა გაიტანა და ორმაგად სასიხარულოა, რომ უკრაინელ ფეხბურთელს საგოლე გადაცემა გიორგი გოჩოლეიშვილმა გაუკეთა, რომელმაც მატჩში შეუცველად ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ქართულ სპორტულ სააგენტო TST Sport-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განვლილი მატჩი შეაფასა და როგორც საგოლე გადაცემისგან, ისე გამარჯვებისგან მიღებულ ემოციებზე ისაუბრა.

რა თქვა გოჩოლეიშვილმა:

ძალიან დაძაბული თამაში იყო. ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოში თამაში პირველად დავიწყე. სტარტი რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი თავი ვიგრძენი. ძალიან გახარებული და ემოციების ქვეშ ვარ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ასისტის გამო. აქ თამაში ჩემი ოცნება იყო და ძალიან მაგარია, როდესაც ასეთ მატჩს ატარებ.

რაც შეეხება ასისტს, ჩავაწოდე და გოლი გავიდა. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა.

გოლის შანსი: ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მომენტია. ვთამაშობ იმისთვის, რომ მუდამ წინ და წინ წავიდე. უფრო მეტს გავაკეთებ, რომ „შახტართან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო და მეც განვვითარდე.

ყველაზე მეტად თამაში ფელიქსთან გამიჭირდა, იმიტომ რომ მოტყუებაზე მოდიოდა, ფერანი კი შედარებით პასებით თამაშობდა. თან ცოტა დაღლილი ვიყავი და ფელიქსი დასვენებული იყო.

გიორგი გოჩოლეიშვილის გარდა, სამატჩო განაცხადში ირაკლი აზაროვიც იყო, თუმცა, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა.

4 ტურის შემდეგ, დონეცკის „შახტარს“ 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და 6 ქულით H ჯგუფის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. უკრაინული გუნდი ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, „ანტვერპენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესანიშნავი კომბინაცია იყო - სუდაკოვის, პუშიჩის და ჩავის შეფასებები
შესანიშნავი კომბინაცია იყო - სუდაკოვის, პუშიჩის და ჩავის შეფასებები